პოლიტიკური განცხადებები პლენარულ სხდომაზე

12 დეკემბერი 2023, 14:50 456 ნახვა

ევროინტეგრაციის პროცესი, კანდიდატის სტატუსის მოლოდინი, ოკუპანტების მიერ გალში მოკლული საქართველოს მოქალაქე, ე.წ. აგენტების შესახებ კანონი- ამ საკითხებზე გაკეთდა პოლიტიკური განცხადებები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ხალხის ძალამ დააყენა ინიციატივა, შეიქმნას ამერიკის შეერთებული შტატების უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის ანალოგი საქართველოში. საპარლამენტო ოპოზიციამ გააკრიტიკა ხელისუფლების პოლიტიკა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის მორიგი მკვლელობის ფაქტზე სათანადო რეაგირების არქონის გამო. ასევე ტარიელ ნაკაიძემ ხელისუფლების წევრებს მოუწოდა დაინტერესდნენ აჭარის მაღალმთიანეთში სტიქიური პროცესების საფრთხით. პარლამენტში აჭარის მაღალმთიანეთის მაჟორიტარი დეპუტატის განცხადებით კი, საკითხზე მთავრობა მუშაობს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში