ოპოზიცია სტრატეგიას არ ცვლის. მანდატებზე კვლავ უარს აცხადებს და აქციების გაგრძელებას აანონსებს. პარლამენტში შესვლაზე უარის თქმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ოპოზიციონერმა ლიდერებმა გვიან ღამით გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ. ისინი წინასწარ არ ამბობენ რა ფორმით გააგრძელებენ პროტესტს.
სავარაუდოდ იქნება მშვიდობიანი აქციებიც. ისინი საპარლამენტო არჩევნების გაპროტესტებას საერთაშორისო დონეზე აპირებენ.
განმარტავენ, რომ მიღწევაა, როდესაც მინისტერიალსა და ევროპარლამენტის დებატებზე საქართველოს არჩევნებზე იყო საუბარი.