ევროპარლამენტი ახალი შემადგენლობით მუშაობას 1 დეკემბრიდან დაიწყებს

21 ნოემბერი 2024, 12:08 228 ნახვა

ევროპარლამენტი ახალი შემადგენლობით მუშაობას 1-ელი დეკემბრიდან დაიწყებს. გამოცემა პოლიტიკოს ცნობით, გუშინ  ევროპარლამენტმა შეთანხმებას მიაღწია დღემდე არდამტკიცებული 7 ევროკომისრის კანდიდატურაზე, რითაც პოლიტიკურ ფრაქციებს შორის რამდენიმე კვირიანი დავა დაასრულა.

წყაროს ცნობით, კანდიდატებზე დავა “ევროპულ სახალხო პარტიასა” და სოციალ-დემოკრატებს შორის მიმდინარეობდა. ახალი ევროკომისიის შემადგენლობაზე საბოლოო   კენჭისყრა 26 ნოემბრის ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე იგეგმება.  

ცნობისთვის, ახალ ევროკომისიაში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თანამდებობას ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი დაიკავებს, რომელიც ამ თანამდებობაზე ჯოზეფ ბორელს ჩაანაცვლებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში