გახარია დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს

21 ნოემბერი 2024, 17:58 240 ნახვა

მინდა ვთხოვო ჩვენს ქვეყანაში აკრედიტებულ ელჩებს, არ დაესწრონ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას, რათა არ მისცენ შესაძლებლობა „ქართულ ოცნებას“ მანიპულირების და სპეკულირების, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ამასთან, გახარიამ საქართველოს მოქალაქეებს და მხარდამჭერებს მოუწოდა, რომ იმ დღეს, როცა პარლამენტის პირველი სხდომა ჩატარდება „ყველამ ერთად გააგონოს საპროტესტო ხმა დღევანდელ ხელისუფლებას, რომ ამ არჩევნებს არ თვლიან, არც სამართლიანად და არც დემოკრატიულად“.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში