თორნიკე შენგელიას ევროლიგის ოქტომბრის თვის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ეს ტიტული კარიერაში მეორედ მოიგო. პირველად ევროლიგის MVP 2018 წლის მარტში გახდა, როდესაც ესპანური „ბასკონიას“ ღირსებას იცავდა.
2023 წლის ოქტომბერში მისმა „ვირტუსმა“ ხუთიდან ოთხი მატჩი მოიგო.
ქართველი ფორვარდის საშუალო მონაგარი კი 18.4 ქულა, 4.8 მოხსნა და 4 პასი იყო.