პირველად საქართველოში ქვიშის ფრენბურთში 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართა. პირველობაში 34 ქვეყანა მონაწილეობდა. საქართველოს ღირსებას გოგონებისა და ვაჟების სამ-სამი წყვილი იცავდა.
ლუკა ჯანელიძისა და ირაკლი სუბელიანის წყვილმა, პირველი თამაშის მოგება შეძლო.
გოგონებს შორის ევროპის ჩემპიონები ავსტრიის წარმომადგენლები გახდნენ, რომლებმაც ფინალურ მატჩში შვეიცარიელები დაამარცხეს. ვაჟებს შორის იტალიელებმა იმარჯვეს. მათ ფინალურ შეხვედრაში გერმანელებს სძლიეს.