დღეს ქვიშის ფეხბურთის ევრო ლიგა და ბათუმის საერთაშორისო თასი 2024 გაიმართება. თამაშები ბათუმის ბულვარში სპეციალურად ამ ტურნირისთვის აშენებულ სტადიონზე შედგება.
პირველი შეხვედრა 17:30 საათზე არაბთა გაერთიანებული საამიროების ნაკრებსა და საუდის არაბეთის ნაკრებს შორის გაიმართება. 19 საათზე კი საქართველოს ნაკრები ლატვიას დაუპირისპირდება.
A ჯგუფის სამი გუნდი - საქართველო, ლატვია და უნგრეთი ევროლიგის ა დივიზიონის საგზურისთვის იბრძოლებს. ტურნირის ფარგლებში ერთმანეთს სულ შვიდი ქვეყნის გუნდები შეხვდება.
თამაშების პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია უზრუნველყოფს. სტადიონზე მაყურებელთა დასწრება თავისუფალია.
ახალი სტადიონი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია და 1300 მაყურებელზეა გათვლილი.