საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი და ოქროს ბუცის მფლობელია.
ქართველმა ევრო 2024 ზე 3 გოლი გაიტანა და ბომბარდირობა ჰარი კეინთან, დანი ოლმოსთან, შრანცთან, მუსიალასთან და გაკპოსთან გაიყო.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი დაძლია და მერვედფინალში ესპანეთთან წააგო, რომელიც ევრო 2024-ის ჩემპიონი გახდა.