საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფში გავიდა

17 ივლისი 2024, 09:08 705 ნახვა

საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა ლიეტუვასთან ისტორიულ გამარჯვებას მიაღწია და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფში გავიდა. ქალთა ნაკრებმა ლიეტუვის ეროვნული გუნდი 1:0 დაამარცხა.

შეხვედრის ბედი 88-ე წუთზე გადაწყდა. თეონა ბაქრაძის წაქცევისთვის მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც მაიკო ბებიამ შეასრულა, მან გუნდს სამი ქულა და მეორე ადგილი მოუტანა.

საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფში თამაშის უფლებას C ლიგის ხუთივე ჯგუფის გამარჯვებულები და სამი საუკეთესო მეორეადგილოსანი მიიღებს, რომლებიც საკუთარ ჯგუფებში პირველ და მესამე ადგილზე გასულ გუნდებთან მოპოვებული ქულების მიხედვით გამოვლინდებიან.

ჯგუფური ეტაპი საქართველოს ნაკრებმა 10 ქულით დაასრულა და საკვალიფიკაციო ეტაპის სამ საუკეთესო მეორეადგილოსანს შორის მოხვდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი