წარუმატებელი გამოდგა „ტენერიფეს“ საშინაო მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში. კუნძულელებმა მადრიდის „რეალს“ უმასპინძლეს და ბოლო წუთებზე 76:82 დამარცხდნენ. 18 ქულით „ტენერიფეს“ ბომბარდირი ჰაიმე ფერნანდესი გახდა, „რეალს“ კი კაბოვერდელი ედი ტავარეში გაუძღვა.
კანარელები უახლოეს შეხვედრაში 24 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე – თურქულ „დარუშაფაკას“ ესტუმრებიან.
„რეალთან“ შეხვედრაში ისტორიული რეკორდი დაფიქსირდა: გიორგი შერმადინს ესპანეთის ჩემპიონატში 733 რეალიზებული ორქულიანი მოუგროვდა და ამ მაჩვენებლით პირველ ადგილზე გადაინაცვლა.