იტალიის პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

29 იანვარი 2025, 13:58 143 ნახვა

იტალიის პრემიერ-მინისტრის ჯორჯია მელონის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. მას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ძებნილი ლიბიელი პოლიციის ოფიცრის გათავისუფლებას ედავებიან.

კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულში ეჭვმიტანილი ლიბიელი პოლიციელი 21 იანვარს ტურინში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული დაპატიმრების ორდერის საფუძველზე  დააკავეს და  რამდენიმე დღეში სამშობლოში დააბრუნეს. 

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გათავისუფლებასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტება მოითხოვა, რადგან, ეს გადაწყვეტილება შეთანხმებული არ ყოფილა.

ჯორჯია მელონიმ სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ პროკურორები მას ეჭვმიტანილად მიიჩნევენ სახელმწიფო სახსრების გაფლანგვასა და დანაშაულის ხელშეწყობაში ამ საქმესთან დაკავშირებით.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში