ევგენი პრიგოჟინი რთული ბედის ადამიანი იყო, სერიოზული შეცდომები ჰქონდა ცხოვრებაში - ვლადიმერ პუტინი

24 აგვისტო 2023, 21:42 735 ნახვა

ევგენი პრიგოჟინი რთული ბედის ადამიანი იყო, სერიოზული შეცდომები ჰქონდა ცხოვრებაში, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. ვიდეოში, რომელიც რუსულმა მედიამ გაავრცელა, ვლადიმერ პუტინი რუსეთში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო სამძიმარს გამოთქვამს.

„პრიგოჟინს დიდი ხანია ვიცნობ. 90-იანების დასაწყისიდან. ის იყო რთული ბედის ადამიანი და სერიოზული შეცდომები ჰქონდა ცხოვრებაში. ის აღწევდა საჭირო შედეგებს საკუთარი თავისთვისაც, და როცა მე ვთხოვდი მას, საერთო საქმისთვისაც. ასე იყო ბოლო თვეებში. ის იყო ნიჭიერი ადამიანი, ნიჭიერი ბიზნესმენი, რომელიც წარმატებით მუშაობდა არამარტო რუსეთში, არამედ აფრიკაშიც”,- განაცხადა პუტინმა.

როგორც ვლადიმერ პუტინი აღნიშნავს, ავიაკატასტროფის მიზეზებზე უკვე დაწყებულია გამოძიება. პუტინმა დარწმუნებით განაცხადა ,რომ ამ საქმის გამოძიებას ბოლომდე მიიყვანენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი