რუსული მედიის ინფორმაციით, ტვერის ოლქში კერძო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა.
რუსული მედია „როსავიაციაზე“ დაყრდნობით წერს, რომ მგზავრებს შორის ირიცხებოდა „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი.
მათივე ინფორმაციით, თვითმფრინავში ათი ადამიანი იმყოფებოდა და ყველა მათგანი დაიღუპა.
მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს მსოფლიო მედიაც. “ბიბისი“ წერს, რომ პრიგოჟინი აღნიშნული ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა.
საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ Embraer-ის თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.