მოსკოვში საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენცია ტარდება. კონფერენციის მუშაობაში რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი და თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ მონაწილეობენ. რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე „სამხედრო ოპერაციამ“ სამხედრო სფეროში დასავლეთის დომინირება დაასრულა. მისივე განცხადებით, რუსეთმა შესაძლოა გადახედოს თავისი გადაწყვეტილება კასეტური საბრძოლო მასალის არ გამოყენების შესახებ.