გიორგი აბურჯანია კარიერას თურქეთში გააგრძელებს 

04 ივლისი 2023, 10:05 395 ნახვა

გიორგი აბურჯანია კარიერას თურქულ "ჰათაისფორში" გააგრძელებს, სადაც მან ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. საქართველოს ნაკრების 28 წლის საყრდენი ნახევარმცველი მივიდა გუნდში, სადაც საბა ლობჟანიძეც ირიცხება.

აბურჯანიამ სამედიცინო შემოწმება გაიარა და კლუბი მას მალე მედიის წინაშე წარადგენს. ის ბოლოს პორტუგალიის მთავარი ლიგის ბინადარ "ჟილ ვისენტეში" თამაშობდა, იყო ესპანური კლუბების - "კარტახენას", "ლუგოს", "სევილია ბე-ს", "ჟიმნასტიკისა" და "ოვიედოს" ფეხბურთელი, იჯარით ითამაშა ნიდერლანდურ "ტვენტეში".

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი