ბათუმის სპორტის სასახლეში მეორე დღეა გრძელდება ტურნირი ფარიკაობაში, რომელიც საქართველოსა და აჭარის დამსახურებულ მწვრთნელს, თენგიზ მორჩილაძის ხსოვნას ეძღვნება.
შეჯიბრების პირველი დღე ხმლით მოფარიკავეებს დაეთმოთ.
უმცროსი ასაკის მოფარიკავეთა შორის ფინალში ერთმანეთს თანაგუნდელები, ანანო ჯინჭარაძე და ელენე თურმანიძე დაუპირისპირდნენ, რომელიც ჯინჭარაძის გამარჯვებით დასრულდა.
ტურნირი ხვალ სრულდება. შეჯიბრებას მესამე წელია ბათუმის სპორტის სასახლე მასპინძლობს.