სარფის საბაჟოზე დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობები აღიკვეთა

21 მარტი 2023, 15:58 516 ნახვა

8-20 მარტს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, კანონდარღვევის 5 ფაქტი აღიკვეთა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 38 543,54 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (საერთო ჯამი: 403,58 გრამი) ნაკეთობები გამოვლინდა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ფულადი ჯარიმა ჯამში 38 543,54 ლარის ოდენობით შეეფარდათ“, - აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში