სარფში მებაჟე ოფიცრებმა 186 838 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ფიზიკურ პირს 5 ცალი არადეკლარირებული, მამაკაცის ძვირადღირებული საათი აღმოაჩნდა.
„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ეჭვის საფუძველზე, კონტროლის პროცედურების განხორციელების მიზნით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, ი.მ.-ს, როგორც ფიზიკური, ისე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, 5 ცალი არადეკლარირებული, მამაკაცის ძვირადღირებული საათი იქნა აღმოჩენილი.
საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 186 838 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.