მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 37 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.
შსს-ს ინფორმაციით უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად იძულების წესით იქნა ქვეყნიდან გაძევებული.
მათ შორის არიან მოლდოვას, ეგვიპტის, სომხეთის, რუსეთის, ერაყის, ირანის, თურქეთის, პაკისტანის, თურქმენეთის, ინდოეთის, ბანგლადეშისა და ნიგერიის მოქალაქეები.