რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვის მცდელობისას პოლიციამ 4 პირი დააკავა

11 თებერვალი 2025, 10:01 120 ნახვა

ადმინისტრაციული წესით რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვის მცდელობისას პოლიციამ 4  პირი დააკავა. მათგან ორი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

ხელწერილითაა გათავისუფლებული „გახარია საქართველოსთვის“ წევრი ლევან გოგიჩაიშვილი, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მაშინ დააკავეს, როდესაც პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის დაკავების საშუალებას არ აძლევდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში