სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფი დღეს მზია ამაღლობელთან შევა

07 თებერვალი 2025, 11:09 102 ნახვა

დაკავებულ მედიამენეჯერთან  მზია ამაღლობელთან ექიმთა კონსილიუმი შევა. სხვადასხვა სპეციალობის 4 მედიკოსისგან კონსილიუმი სახალხო დამცველმა შექმნა. ისინი, ჟურნალისტს მოინახულებენ და მის სამედიცინო დოკუმენტაციას შეისწავლიან, რის შემდეგაც ექიმთა ჯგუფი მოამზადებს დასკვნას და რეკომენდაციებს, რომელსაც სახალხო დამცველს წარუდგენს.  

სახალხო დამცველის გადაწყვეტილებით ექიმთა ჯგუფში არიან: ელენე გიორგაძე,  გიორგი გვილია, გიორგი ჯავრიშვილი, ალექსანდრე ცისკარიძე - ნევროლოგია.

დაკავებული მედიამენეჯერი დაკავების დღიდან 27-ე დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში