ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლოში 16 დეკემბერს საპროტესტო აქციაზე გზის გადაკეტვის საქმეზე მორიგი პროცესი იწყება.
მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ დღეს ირაკლი ჯორბენაძის საკითხზე უნდა იმსჯელოს, ჯორბენაძე ბრალს არ აღიარებს და პროცესს არ ესწრება. მან სხდომის დაწყებამდე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ არ აღიარებს ბრალს, არც ქართულ სასამართლოს, ასევე უნდობლობას უცხადებს მოსამართლეს.
ჯორბენაძემ უკვე დატოვა სასამართლოს შენობა. ჯორბენაძის მსგავსად კიდევ 11 მოქალაქეზე მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება, აქედან მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე ხუთი ბრალდებულის საკითხზე გუშინ იმსჯელა და გადაწყვეტილებას 24 იანვარს გამოაცხადებს.
რაც შეეხება დარჩენილი ექვსი მოქალაქის პროცესს, ისინი მომდევნო კვირაში გაიმართება.
თორმეტივე პირის შემთხვევაში საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 ე მუხლით არის აღძრული, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მუხლი 500 ლარიან ჯარიმას ან 15 დღიან პატიმრობას ითვალისწინებს.