შსს-მ ადმინისტრაციული წესით 31 პირი დააკავა

03 თებერვალი 2025, 12:02 78 ნახვა

„თბილისი მოლთან“ და სანაპიროზე  ჯამში პოლიციამ 31 ადამიანი დააკავა გუშინ საპროტესტო აქციის დროს.  შსს-ს ინფორმაციით  ყველას 173-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულს ედავებიან, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

არსებული ცნობით, დაკავებულთა ნაწილი უკვე ხელწერილის საფუძველზეა გათავისუფლებული, მათ შორის “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია.  დაპირისპირება და დაკავებები თბილისში გვიან ღამემდე გაგრძელდა.

საპროტესტო აქციის მონაწილეები პოლიციამ სასამართლოს მიმართულებით გადაადგილებისას დააკავა.  შეხლა-შემოხლის გამო, აქციის რამდენიმე მონაწილე შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.

დაკავებულებს შორის იყვნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, სტუდენტები და სამოქალაქო აქტივისტები. დააკავეს ასევე ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე.

აქციის მონაწილეებმა ცენტრალური გზის გადაკეტვა რამდენჯერმე სცადეს, თუმცა პოლიციელებმა ამის უფლება  არ მისცეს.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში