ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად ანი წითლიძე შიმშილობას არ წყვეტს. ექიმები ვარაუდობენ, რომ დეპუტატის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნებისმიერ დროს შეიძლება დამძიმდეს. ანა წითლიძე მე-12 დღეა შიმშილობს მოთხოვნით, მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაიყვანონ. ანი წითლიძეს დღეს შიმშილობის შეწყვეტა სთხოვა პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა სასამართლო კომპეტენციაა და, რომ შიმშილობით მსგავსი საკითხები არ წყდება.