მზადება მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომისთვის. ხელისუფლებას და ოპოზიციას 25 ნოემბრისთვის განსხვავებული დღის წესრიგი აქვთ.
ხელისუფლების ოპონენტებს გაცხადებული აქვთ, რომ პარლამენტში შესვლას არ აპირებენ, მანდატებზე უარს ამბობენ და ქუჩის პროტესტს მიმართავენ. არც ეს დღე იქნება გამონაკლისი - უმრავლესობა პარლამენტს შიგნით პირველი სხდომით გათვალისწინებული პროცედურების გავლას აპირებს, ოპონენტები კი საკანონმდებლო ორგანოს გარეთ მხარდამჭერების მობილიზებას.
შეფასებების და ურთიერთბრალდებების თემაა კიდევ ერთი საკითხი - ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის პირველ სხდომაზე მიწვეული არ არის დიპლომატიური კორპუსი.