პარლამენტის სხდომის ჩატარების ხელისშემშლელ ფაქტორად ვახუშტი მენაბდე სარჩელებს ასახელებს

22 ნოემბერი 2024, 11:54 107 ნახვა

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ იმ პირობებში, როცა 50 დეპუტატზე მეტის არჩევის კანონიერება სასამართლოში განხილვის საგანია, საქართველოს პარლამენტში სხდომა ვერ ჩატარდება. ამის შესახებ ვახუშტი მენაბდემ აჭარის ტელევიზიის გადაცემა „სათქმელის“ ეთერში განაცხადა. 

განმარტავს, რომ „ ქართული ოცნების“ დაგეგმილი შეკრება 25 ნოემბერს შესაძლებელია შედგეს, თუმცა პრეზიდენტის მოწვევის გარეშე სადავოდ გამხდარი არჩევნების პირობებში სხდომა არ უნდა ჩატარდეს.  საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი პრეზიდენტის სარჩელის წარმოებაში მიღებასთან დაკავშირებით უკვე  შეიკრიბა.

რეგისტრაციის პროცესს გადის საქართველოს პარლამენტის  34  მოქმედი ოპოზიციონერი დეპუტატის სარჩელიც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი