კიევ-პეჩორის ლავრასა და როვნოს ოლქის მონასტრებში დაასრულა „კონტრდაზვერვითი ღონისძიებები“.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ მონასტრებში იყვნენ პირები საეჭვო დოკუმენტებით. სულ შეამოწმეს 350-ზე მეტი საეკლესიო ნაგებობა და 850 პირი.
ირკვევა, რომ კიევ-პეჩორის ლავრის ტერიტორიაზე იმყოფებოდა უკრაინის მოქალაქე, 32 წლის კაცი, რომელსაც შესაძლოა კავშირი ჰქონდეს უკრაინაში მოქმედ პრორუსულ საინფორმაციო სააგენტო „ანტვან“-თან და ამავე სახელწოდების რუსული კომპანიის მფლობელ ორლოვის ნდობით აღჭურვილი პირია.