პარადოქსი - ვარსკვლავები გრემის გარეშე

05 თებერვალი 2023, 12:44 1915 ნახვა

პარადოქსი - ვარსკვლავები გრემის გარეშე

განსაკუთრებით ახალბედა შემსრულებელთათვის, რომლებიც საკუთარი ბრენდის შექმნის პროცესში არიან. მაგრამ არსებობენ ისეთებიც, რომლებიც რამდენიმე ათწლეულზე მეტია მუსიკალურ ბიზნესში მოღვაწეობენ, აქვთ უთვალავი მარადიული ჰიტი, რევოლუციური, კლასიკად ქცეული ჩანაწერები, ჰიტ-აღლუმებში ხანგრძლივად ლიდერის პოზიციაზე მყოფი უამრავი კომპოზიცია, მაგრამ მათ არასოდეს რგებიათ გრემის დიდება. მე დღეს დაგისახელებთ ამ დაუჯერებელ ფაქტებს და თქვენთან ერთად მოვუსმენ ზე-წარმატებულ შემსრულებლებს, რომელთაც მთელი კარიერის განმავლობაში არცერთი გრემი არ მიუღიათ. მეორე ნაწილის შესავალი: მომღერლის ან ჯგუფის კარიერული წარმატება დღეს შეიძლება სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასდეს - ჩამოტვირთული ალბომების რაოდენობით, მუსიკალური ვიდეოების სტრიმინგით, გაყიდული კონცერტის ბილეთებით და სხვადასხვა ტიტულოვან ჯილდოებს შორის გრემის მოგებით... თუმცა, აღმოჩნდა, რომ მუსიკის ზოგიერთ უდიდეს პერსონას არასოდეს მიუღია გრემის ჯილდო. დიახ, ჩამწერი აკადემიის ჯილდოები ყოველთვის არ ასახავს არტისტის პოპულარობას. 1959 წლის პირველი ცერემონიის შემდეგ, გრემიმ ორგანიზატორებმა არაერთხელ უგულებელყვეს საზოგადოების არაერთი რჩეული შემსრულებელი, იქნებოდა ეს მუსიკის ისეთი ლეგენდები, როგორიცაა დიანა როსი, ბობ მარლი, ჯენის ჯოპლინი, The Who, The Doors, The Notorious B.I.G. თუ მელომანთა ფავორიტები : Nas, Sia, Guns N' Roses, Snoop Dogg. “FM ფანტაზიები” გთავაზობთ პარადოქსულ ჩამონათვალს: გასაოცარი ხელოვანები, რომლებსაც არასოდეს მიუღიათ გრემი...