საუკეთესო სიმღერები ისტორიაში

22 აპრილი 2022, 13:04 450 ნახვა

საუკეთესო სიმღერები ისტორიაში

საუკეთესო სიმღერები ისტორიაში... რადიოპროექტ „ფმ ფანტაზიების“ ერთგულმა მსმენელმა იცის, რომ ბოლოდროინდელ გადაცემებში განვიხილავთ ახალ რეიტინგს, რომელიც ჟურნალმა Rolling Stone-მა პირველი რეიტინგის გამოცხადებიდან თითქმის ორი ათწლეულის შემდეგ გამოაქვეყნა. გამოცემა იტყობინება, რომ 250-ზე მეტი ხელოვანი, მუსიკოსი, პროდიუსერი, ასევე მუსიკალური ინდუსტრიის კრიტიკოსები და ჟურნალისტები გამოკითხა. შოუ-ბიზნესი და მითუმეტეს მუსიკა, ცოცხალი ორგანიზმია, პუბლიკაციის განახლება სწორედ ბოლო წლების განმავლობაში მომხდარმა ცვლილებებმა და სიახლეებმა განაპირობეს. „შედეგი - პოპ-მუსიკის უფრო მასშტაბური და ინკლუზიური ხედვაა, რომელიც ყოველ მომდევნო გულისცემასთან ერთად საკუთარ ისტორიას ქმნის...“ - წერს გამოცემა.