ზაფხულის ჰიტები - ფმ ფანტაზიები

02 ივლისი 2022, 13:46 2191 ნახვა

ზაფხულის ჰიტები - ფმ ფანტაზიები

მნიშვნელობა არა აქვს, უდარდელი ადამიანი ხარ და დასვენების პერიოდს სანაპიროზე წვეულებებში ატარებ თუ შინ დარჩენილი საღამოობით კამიუს წასაკითხად მარტოვდები, კალენდარი არ ცრუობს - ახლა ზაფხულია და შესაძლოა, ემოციურად, წელიწადის სხვა დროებზე მეტი მნიშვნელობა აქვს, მისთვის სახასიათო მუსიკალურ ფონს... ე.წ.-ლ საზაფხულო სიმღერებს თავისებური სპეციფიკა აქვთ. არსებობს მოარული ხმები, რომ პროდიუსერები და ავტორ-შემსრულებლები, კონკრეტულ ნამუშევრებს, სპეციალურად, ზაფხულის პერიოდში რელიზისთვის ინახავენ... ეს სასიამოვნო ჰანგები გვესმის ღამის წვეულებებზე, საცეკვაო ღონისძიებებზე, ან მყუდრო კაფე-ბარებში რომანტიკულ შეკრებებზე, სამზარეულოების ღია ფანჯრებიდან, ქუჩაში მიმავალი ავტომანქანების მძლავრი აუდიოსისტემებიდან... ალბათ, მართლაც არის განსხვავებულად თბილი მოტივები ამ მელოდიებში, და ლოგიკურად, „ფმ-ფანტაზიების“ ზაფხულის სეზონისთვის მეც, ეს თემა შევარჩიე. აი, ყველაზე საზაფხულო კომპოზიციების ჩემეული ვერსია  - მარადიული სიძველეებიდან თანამედროვე ტრეკებამდე, კლასიკური როკიდან მსუბუქ პოპამდე, სტილიზებული ჰიპ-ჰოპიდან კლუბური კულტურის ელექტრონიკამდე.