Rolling Stone-ის რეიტინგებში „სვლას“ 17-ე ადგილიდან ვაგრძელებთ

18 ივნისი 2022, 15:07 785 ნახვა

Rolling Stone-ის რეიტინგებში „სვლას“ 17-ე ადგილიდან ვაგრძელებთ

ჩვენი ერთგული მსმენელისთვის დღევანდელი თემა ადვილად მისახვედრია - პოპულარული მუსიკალური ჟურნალის Rolling Stone-ის მიერ გამოქვეყნებული 500 სიმღერის სია, რომლებიც ყველა დროის საუკეთესოდ გამოაცხადეს. ეს ე.წ. „ყველა დრო“, ფაქტობრივად, ბოლო ხუთ ათწლეულს მოიცავს. 250-ზე მეტი ხელოვანით შედგენილმა (დაკომპლექტებულმა) პრეტენზიულმა ჟიურიმ,  4000-დან 500 სიმღერა შეარჩია. თანამედროვე მუსიკაში ხელახლა სერტიფიცირებულ კლასიკას, მცირე შესავლებით მოგასმენინებთ 104-სა და 5-ზე. დღეს რეიტინგის სათავეებისკენ „სვლას“ 17-ე ადგილიდან ვაგრძელებთ. მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული რეიტინგის, თანამედროვეობაში საკმაოდ გახმაურებული პუბლიკაციის „ყველა დროის საუკეთესო 500 სიმღერა“ დარჩენილ უკვე ტოპ-ათეულს „ფმ ფანტაზიების“ შემდეგ გადაცემაში განვიხილავთ...