69-ე ადგილი - მსოფლიო პრესის ლიდერი გამოცემის Rolling Stone-ის მიერ გამოქვეყნებული ყველაზე პოპულარული 500 კომპოზიციის სიაა

16 მაისი 2022, 14:28 2188 ნახვა

69-ე ადგილი - მსოფლიო პრესის ლიდერი გამოცემის Rolling Stone-ის მიერ გამოქვეყნებული ყველაზე პოპულარული 500 კომპოზიციის სიაა

ფმ ფანტაზიების მსმენელმა იცის, რომ ჩვენი გადაცემების ბოლო პერიოდის სპეციალური თემა, მსოფლიო პრესის ლიდერი გამოცემის Rolling Stone-ის მიერ გამოქვეყნებული ყველაზე პოპულარული, მნიშვნელოვანი, გარკვეული თვალსაზრისით რევოლუციური, პერიოდულად განახლებადი 500 კომპოზიციის სიაა, რომლის ბოლო ვერსია 2021 წლით თარიღდება. ჩამონათვალში შედის ცნობილი ბენდებისა და ლეგენდარული შემსრულებლების საუკეთესო ნამუშევრები, რომელთა ნაწილს, 104-სა და 5-ზე ერთად მოვუსმენთ, მე მოგიყვებით მათ შესახებ ისტორიებსა და ფაქტებს, გადმოგცემთ მუსიკოსთა მიერ წარმოთქმულ ფრაზებს, ნაწყვეტებს ინტერვიუებიდან... საინტერესოა, რამდენად ემთხვევა რადიო აჭარის მსმენელთა მუსიკალური გემოვნება Rolling Stone-ის მიერ წარმოდგენილ რეიტინგს? 69-ე ადგილიდან ვაგრძელებთ სვლას მაღალი პოზიციებისკენ...