16 აპრილი 2022, 15:36 618 ნახვა

Rolling Stone-ის განახლებული სია - ყველა დროის 500 უნიკალური სიმღერა

გადაცემაში გრძელდება თემა პოპ-კულტურისადმი მიძღვნილი ჟურნალის Rolling Stone-ის მიერ წარმოადგენილი ყველა დროის 500 უნიკალურ სიმღერათა განახლებული სია, რომელიც ძირითადად მოიცავს ჰიპ-ჰოპის, თანამედროვე ქანთრის, ინდი-როკის, ლათინო-პოპის, რეგის და R&B-ზ ჟანრის 254 ახალ ჩანაწერს. შეგახსენებთ, პრესტიჟული რეიტინგი პირველად 2004 წელს გამოქვეყნდა, შოუ ბიზნესის ყველაზე ავტორიტეტული პროფესიონალების ფართომასშტაბიანი გამოკითხვის საფუძველზე. მცირე საინფორმაციო შესავლებით, უახლესი ვერსიის ძირითადი შემადგენელს ვუსმენთ “FM ფანტაზიების” ეთერში.