„ყველა დროის 500 საუკეთესო კომპოზიცია“ - დღეს 36-ე ადგილიდან ვაგრძელებთ

06 ივნისი 2022, 15:01 2468 ნახვა

„ყველა დროის 500 საუკეთესო კომპოზიცია“ - დღეს 36-ე ადგილიდან ვაგრძელებთ

ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს, რომელიც ეძღვნება „ყველა დროის 500 საუკეთესო კომპოზიციის“ განახლებულ რეიტინგს, იგი მსოფლიო პრესის ლიდერმა ჟურნალმა „როლინგ სთოუნმა“ გამოაქვეყნა. რედაქტორების თქმით, სიის განახლება წლების განმავლობაში შოუბიზნესში მომხდარმა უამრავმა სიახლემ განაპირობა. ახალ ვარიანტში შედის 2004 წლის შემდეგ გამოშვებული ტრეკები. 2004 წელს შედგენილ პირველ და 2021 წელს შედგენილ ბოლო სიებს შორის განსხვავება ძირითადად მუსიკალურ ჟანრებშია. თუკი პირველში როკი და სოული დომინირებდა, უკანასკნელში ჰიპ-ჰოპი, ქანთრი, ინდი-როკი, ლათინური პოპი, რეგი და R&B-ი ჭარბობს. პრესტიჟულის ჩამონათვალზე საუბარსა და მოსმენას დღეს 36-ე ადგილიდან ვაგრძელებთ.