„ყველა დროის 500 საუკეთესო სიმღერა“ - 50-ე ადგილიდან და ზევით...

29 მაისი 2022, 10:12 2417 ნახვა

„ყველა დროის 500 საუკეთესო სიმღერა“ - 50-ე ადგილიდან და ზევით...

მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა და გავლენიანმა ჟურნალმა კულტურის შესახებ „როლინგ სთოუნმა“, 2021-ის დეკემბერში საკუთარი არსებობის განმავლობაში მეტად გახმაურებული სტატიის „ყველა დროის 500 საუკეთესო სიმღერის“ განახლებული ვერსია გამოაქვეყნა. იგი მუსიკოსების, კრიტიკოსების, პროდიუსერებისა და ჟურნალისტების გამოკითხვას ეფუძნება და გამოირჩევა სუბიექტური და პირობითობის მაღალი ხარისხით. მიჩნეულია რომ ეს პუბლიკაცია, მუსიკის თემატიკასთან დაკავშირებული ინფორმაციის ერთგვარი ერთობლიობაა, რომელსაც არ გააჩნია დამოუკიდებელი სიუჟეტური ხაზი, არ გულისხმობს ანალიტიკურ ანალიზს, არ შეიცავს დასკვნებს, არც მორალური, ეთიკური, პოლიტიკური, რელიგიური თუ იდეოლოგიური ხასიათის შეფასებებს... იგი უბრალოდ, ექსკლუზიურად ფაქტობრივი მასალაა. „ფმ ფანტაზიებში“ წარმოგიდგენთ, მცირე საინფორმაციო შესავლებით ამ რჩეულ კომპოზიციებს, დღეს უკვე 50-ე ადგილიდან და ზევით...