გაზიარება:

გადაცემის ავტორი და წამყვანი - ბერდია კუტუბიძე

შაბათ-კვირას, 23:00 - რადიო აჭარა - 104.5 FM

„FM ფანტაზიები“ მსმენელში, მდიდარი წარმოსახვითი სამყაროს შექმნისა და შერჩეული კონტენტის მეშვეობით, ფანტაზიის კიდევ უფრო გაღრმავების მცდელობაა. ამისათვის ყველაზე მარტივი გზა, რადიოეთერია. მოუყვე მსმენელს ყველაფერი ყველაფერზე - შეუძლებელია, მაგრამ შესაძლებელია შეუქმნა წარმოდგენა, დააინტერესო, მუსიკის მეშვეობით შეეხო მათ ემოციებს, ფანტაზიებს...

პროექტი არა მხოლოდ მელომანებისთვისაა: კომპოზიციათა მოულოდნელი ნარევი, შეზღუდვების გარეშე, საინტერესო მონათხრობები. ჟანრობრივი ექლექტიკა თავისთავად გულისხმობს სასაუბრო ელემენტთა მრავალფეროვნებას, თუმცა მთავარი მიზანი შემეცნება იქნება, „ბულვარულობის“ გარეშე.