ბათუმის სპორტის სასახლემ ჭაბუკ მოკრივეთა შორის საერთაშორისო სამატჩო შეხვედრას უმასპინძლა. შეჯიბრება ბათუმელ და სომხეთის გეგარკუნიკის ოლქის ქალაქ მარტუნის მოკრივეებს შორის გაიმართა. ტურნირში, რომელიც ტრადიციულია და ათ წელზე მეტია ტარდება, სხვადასხვა ასაკობრივი და წონითი კატეგორიის ასამდე სპორტსმენი მონაწილეობდა. ორგანიზატორების თქმით, შეჯიბრება სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციისა და განვითარების გარდა, ახალი და პერსპექტიული მოკრივეების აღმოჩენას ემსახურება. აქვე გეტყვით, რომ სექტემბრის დასაწყისში ჩვენს ქალაქში დიდი საერთაშორისო ტურნირი - „ბათუმის თასი“ გაიმართება.