ქართველ მეზღვაურებს, რომლებმაც ატლანტიკის ოკეანეში 52 მიგრანტი გადაარჩინეს, საქართველო მომავალ წელს ‘’ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის’’ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ჯილდოზე წარადგენს.
სამაშველო ოპერაციაში 9 ქართველი მეზღვაური მონაწილეობდა, ისინი მაროკოსკენ მიემართებოდნენ, როდესაც ხუთბალიან შტორმში გასაბერ ნავზე მყოფი ადამიანები შენიშნეს, მათ შორის იყო 7 ქალი და 3 ბავშვი. მიგრანტებს არც საკვები ჰქონდათ და არც წყალი.
მეზღვაურების ინფორმაციით, სამაშველო გემს ათი საათი უშედეგოდ ელოდებოდნენ, რის შემდეგაც ნავი გემზე მიაბეს და ხალხი აიყვანეს.