ბათუმში, ამორტიზებული ავტომობილებისგან ტერიტორიის გაწმენდა იწყება - მუნიციპალური ინსპექცია

05 დეკემბერი 2025, 14:12 431 ნახვა

ქალაქის იერსახის შენარჩუნებისა და საპარკინგე სივრცეების გამოთავისუფლების მიზნით, მიმდინარეობს ამორტიზებული ავტომობილებისგან ტერიტორიის გაწმენდა - ინფორმაციას ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ავრცელებს. 

მათივე ცნობით, ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია, მეტი თავისუფალი საპარკინგე ადგილის უზრუნველსაყოფად, ასევე გეგმავს სატვირთო ავტომობილებისა და კომერციული მიზნით დაპარკინგებული ავტომობილების ცენტრალური უბნებიდან გაყვანას.

"პარკირების ზედამხედველობის სამსახური, პარალელურ რეჟიმში ახორციელებს ტროტუარზე, ავტობუსის გაჩერებაზე, ველობილიკზე, შშმ პირის ტრანსპორტის სადგომზე, პარკირების სხვა დარღვევებსა და ევაკუაციით საჯარიმოზე გადმოყვანილი ავტომობილების მონიტორინგს.

პროექტი ეტაპობრივად მთელი ქალაქის  მასშტაბით  განხორციელდება",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში