პროექტი „გმირის დღე"

05 დეკემბერი 2025, 14:05 55 ნახვა

"გმირის დღე" - ასე ჰქვია იმ პროექტს, რომელიც საქართველოს პარლამენტში, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი საპარლამენტო კომისიის ინიციატივით ტარდება. პროექტს  ქობულეთის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება.

პროექტის მიზანია  ქართველი გმირების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, ისტორიული მეხსიერების დაცვა  და პოპულარიზაცია; ბავშვებსა და მოზარდებში ეროვნული თვითშეგნების გაძლიერება; სკოლის პროგრამის მიღმა ისტორიისადმი ინტერესის ზრდას უწყობს ხელს.

ღონისძიებას ქობულეთის მერიის, საკრებულოს წევრები და საჯარო სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები ესწრებოდნენ.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში