ციფრული მოდა ხელოვნების უნივერსიტეტში

06 დეკემბერი 2025, 11:55 122 ნახვა

3D მოდა — ახალი საწყისი“-კიბერ აკადემიის ღონისძიება ხელოვნების უნივერსიტეტში. პროექტის სახელწოდება აერთიანებს  ციფრულ დიზაინს,  მოდას და შემოქმედებით პერფორმანსს.  ღონისძიებაზე ორგანიზატორებმა წარმოადგინეს კოლაბორაციული კოლექცია, რომელიც ერთ-ერთი მოდის სახლის  სამოსსა და კურსდამთავრებულების  ციფრული დიზაინის შერწყმით მიიღეს.  აღნიშნული ლუქები  რეალურ მოდელებს მოარგეს, პარალელურად  აჩვენეს სპეციალური პერფორმანსებიც.  კიბერ აკადემიის  აქტივობაში ხელოვნების უნივერსიტეტის  მოდის დიზაინის  კურსდამთავრებულებიც  ჩაერთვნენ, რომლებიც  სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში