სამედიცინო კონფერენცია ბათუმში

06 დეკემბერი 2025, 15:18 130 ნახვა

აქტუალური საკითხები ბადურის ინტრავიტრეალური მკურნალობის ოპტიმიზაციისა და დიაბეტური რეტინოპათიის მართვის შესახებ.  აღნიშნულ საკითხებზე  ბათუმში ოფთალმოლოგების კომფერენციაზე იმსჯელეს. ღონისძიება  დიაბეტური რეტინოპათიის ცნობიერების ამაღლების კამპანიის “აკონტროლე მხედველობა მარტივად დიაბეტის დროს #სულ რომ გვხედავდე” ფარგლებში ჩატარდა.
კამპანიის მიზანია შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ადამიანების ინფორმირება ბადურის რეგულარული შემოწმების, ადრეული დიაგნოსტიკისა და მხედველობის შესანარჩუნებლად. კონფერენციაზე ასევე ხაზი გაესვა აჭარის ჭანდაცვის სამინისტროს  მიერ ძვირადღირებული მედიკამენტების  დაფინანსების მნიშვნელობას, რომელმაც ბევრი პაციენტი სიბრმავეს გადაარჩინა. კონფერენციას ოფთალმოლოგები და ენდოკრინოლოგები დაესწრნენ აჭარის წამყვანი კლინიკებიდან.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში