საკადრო ცვლილებები ქობულეთის მერიაში

05 დეკემბერი 2025, 17:58 265 ნახვა

ქობულეთის მერიაში, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელების პოზიციაზე გამოცხადებული საჯარო კონკურსის შედეგების მიხედვით, 3-სამსახურს ახალი ხელმძღვანელები ჰყავს.

ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის პოზიციაზე ზურაბ თხილაიშვილი დაინიშნა, ზედამხედველობის სამსახურის უფროსის პოსტი ირაკლი რომანაძემ დაიკავა, ეკონომიკის, ქონების მართვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურს ლევან გოგიტიძე უხელმძღვანელებს.

სამსახურის უფროსები ქობულეთის მერმა ოფიციალურად უკვე წარადგინა. ამ დრომდე ვაკანტურია, ქობულეთის მერიის ინფრასტრუქტრის სამსახურის უფროსის პოზიცია, რომელსაც დავით ბოლქვაძე იკავებდა. მან პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა.  

როგორც ქობულეთის მერიის, ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსი ამბობს, აღნიშნულ პირებს როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში