ხულო-ზარზმის გზის ცენტრალურ მონაკვეთზე, სოფელ ტაბახმელასთან, რამდენიმე წუთის განმავლობაში გადაადგილება შეფერხებული იყო.
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მაგისტრალზე არის თხრილები. მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემის კეთილმოწყობა.
რამდენიმე წუთის წინ, ტრაილერი ერთ-ერთ ასეთ თხრილს მიუახლოვდა და გაიჭედა. მას სამაშველო ბრიგადების დახმარება დასჭირდა, რის გამოც, რამდენიმე წუთი გადაადგილება შეფერხებული იყო.
კომპანია ,,სინოჰიდროს'' მძიმე ტექნიკისა და სამაშველოს დახმარებით ტრაილერი გზიდან გაიყვანეს და ავტოტრასნპორტის მოძრაობა აღდგენილია.