28 ბავშვი ნახჩევანის სარეაბილიტაციო ცენტრში ბრონქული ასთმის მკურნალობის კურსს გაივლის.
სასუნთქი სისტემის სხვადასხვა დაავადებების მქონე ბავშვები სანატორიულ-კურორტულ მკურნალობას 2 კვირის განმავლობაში გაივლიან.
ბავშვები უზრუნველყოფილი იქნებიან სადღეღამისო მომსახურებით და ასევე, ადგილობრივი ექიმების მეთვალყურეობით, გაეწევათ სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სერვისი.