შვედეთი და ფინეთი ნატოში გაწევრიანების ოქმს 5 ივლისს მოაწერენ ხელს

30 ივნისი 2022, 17:56 705 ნახვა

ფინეთი და შვედეთი 5 ივლისს ნატო-ში გაწევრიანების ოქმს ოფიციალურად ხელს მოაწერენ-ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა  იენს სტოლტენბერგმა მადრიდის სამიტის დასკვნით დღეს ბრიფინგზე განაცხადა. სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ეს ქვეყნები  სამხედრო ალიანს შეუერთდნენ.  ალიანსში გაწევრიანების ოქმის რატიფიცირება ალიანსის წევრმა 30-მა პარლამენტმა უნდა მოახდინოს. მისივე თქმით, მოკავშირე ქვეყნის ლიდერები ასევე შეთანხმდნენ ალიანსის ზოგიერთ უახლოეს პარტნიორთან ურთიერთობების გაღრმავებაზე. ნატო-ს გენერალური მდივანის  განცხადებით, მადრიდის სამიტზე შეთანხმდნენ  უკრაინის გრძელვადიან მხარდაჭერაზე და შეათანხმეს ნატო-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია.სტოლტენბერგმა მადრიდში შეთანხმებულ ალიანსის ახალ სამოქმედო პრინციპებზე ისაუბრა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი