მარიუპოლის თეატრის განადგურება გამიზნული ქმედებაა - Amnesty International

30 ივნისი 2022, 10:06 561 ნახვა

Amnesty International-ი ხანგრძლივი გამოძიების, მოწმეების გამოკითხვის, მრავალი ფოტოს შესწავლის, აგრეთვე სამეცნიერო კვლევების შედეგებზე დაყრდნობით, მივიდა დასკვნამდე, რომ მარტში რუსმა სამხედროებმა იცოდნენ მარიუპოლის თეატრის სარდაფში მყოფი ასობით ადამიანის შესახებ და განზრახ დაესხნენ მათ თავს და ომის დანაშაული ჩაიდინეს.

საერთაშორისო ორგანიზაციის გუნდმა დაკითხა მოწმეები, ასევე შეაგროვა მრავალი ციფრული მტკიცებულება და დაასკვნა, რომ თავდასხმა განხორციელდა რუსული ავიაციის მიერ, „ჩამოაგდეს ორი 500 კილოგრამიანი ბომბი“.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი