ზელენსკიმ ნატოს სამიტის მონაწილეებს მიმართა

29 ივნისი 2022, 17:23 496 ნახვა

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მიმდინარე ნატოს სამიტზე შეკრებილებს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეოზარის მეშვეობით მიმართა. ზელენსკიმ უკრაინის ნატოში გაწევრიანება და  რუსეთის იზოლირება მოითხოვა.  მისი თქმით, არ უნდა იყოს დიალოგები, ვიდრე რუსეთი თავად არ დაიწყებს ამ დიალოგის ძიებას. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინას სჭირდება უსაფრთხოების გარანტიები, ამიტომ საჭიროა მისთვის ადგილის პოვნა უსაფრთხოების საერთო სივრცეში. „ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა არ უნდა გვახსენებდეს კიევის მეტროს ძველ ტურნიკეტებს: ისინი ღიაა და როცა მიუახლოვდები, ტურნიკეტები იკეტება იქამდე, ვიდრე არ გადაიხდით. ნუთუ არ გადაიხადა უკრაინამ საკმარისად? ჩვენი წვლილი ევროპისა და მთელი ცივილიზაციის დაცვაში ჯერ კიდევ არასაკმარისია? კიდევ რა არის მაშინ საჭირო?“ – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა დასავლელ ლიდერებს ერთ ფაქტზე დაფიქრება ურჩია. ზელენსკის თქმით, უკრაინა, რომელიც არ არის ნატოს წევრი, ოთხ თვეზე მეტია აკავებს სახელმწიფოს, რომელსაც ისინი ოფიციალურად  მთავარ საფრთხედ ასახელებენ. „ ჩვენ რუსეთს თქვენს განადგურებაში ხელს ვუშლით“ - განაცხადა ზელენსკიმ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში