საბერძნეთში ქართველი ქალი დააკავეს

29 ივნისი 2022, 17:22 942 ნახვა

საბერძნეთში დააკავეს 47 წლის ქართველი ქალი, რომელიც მოხუცებს, რომლებთანაც საოჯახო საქმეების დამხმარედ მუშაობდა, საძილე საშუალებებით აბრუებდა და ძარცვავდა. ბერძნული მედიის ინფორმაციით, დაკავებული ცრუ ინფორმაციის მიწოდებით ახერხებდა მოხუცებთან საოჯახო საქმეების დამხმარედ დასაქმებას, შემდეგ კი მათ საკვებსა და სასმელში საძილე საშუალებებს უყრიდა და სახლებიდან ფული და ძვირფასეულობა გაჰქონდა. დაკავებულის ჩხრეკისას სამართალდამცავებმა ამოიღეს ძვირფასეულობა, გაურკვეველი ნივთიერება, აბები, გარკვეული თანხა და დანა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი