აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლების შეხვედრის მორიგი რაუნდი

05 დეკემბერი 2025, 10:58 86 ნახვა

მაიამიში უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის შეხვედრა დასრულდა. უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის მხრიდან მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი და უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ანდრეი გნატოვი.

ცნობისთვის,  მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივან რუსტემ უმეროვსა და აშშ-ის პრეზიდენტის მომლაპარაკებლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შორის შეხვედრა იყო დაგეგმილი.

სამშაბათს  ისინი  მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში